wordpress themes.

Black See Jazz Festival 2015 Contest

logo

„შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ არტ – პოსტერის კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

 

I ადგილი – „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის“ ორგანიზატორების რჩეული პოსტერი გახდა თეონა ვალიევას ნამუშევარი, რომელიც თიბისი სტატუსმა დააჯილდოვა ფულადი პრემიით 2000 ლარის ოდენობით და ფესტივალის 2 აბონემენტით.

II ადგილი – სოციალური ქსელის მომხმარებლის სიმპათია, რომელმაც ყველაზე მეტი მოწონება დაიმსახურა გახდა ლუკა ჯიქია, რომელიც დაჯილდოვდა პრემიით 1000 ლარის ოდენობით და შავი ზღვის ჯაზ ფესტივალის 2 აბონემენტით.

ასევე შეირჩა ხუთი მონაწილე, რომელთა ნამუშევარმაც დაიმსახურა ორგანიზატორების მოწონება. მათ მიიღეს წამახალისებელი ჯილდო, „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე“ დასასწრები აბონემენტები . ესენი არიან : გიორგი ახუაშვილი, ირინა კიმბერგი, ლაშა გიორგაძე, მატასი სულაკაური, და ირაკლი კუბლაშვილი.


მადლობას გიხდით ყველას კონკურსში მონაწილეობისთვის!